ჰელსინკში რუსეთის დროშა დაწვეს - მოსკოვი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მასობრივი მსვლელობის დროს რუსეთის დროშა დაწვეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 6 დეკემბერს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას მოხდა.

„ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ფინეთის მხარის მიმართ განხორციელდა დიპლომატიური დემარში, რომლის დროსაც აღინიშნა, რომ მოსკოვში მსგავსი ქმედებები განიხილება, როგორც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფის უპრეცედენტო, მიუღებელი აქტი“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ჰელსინკში დანაშაულში პასუხისმგებელი პირების დასჯის შესახებ მოთხოვნა გაიგზავნა. გარდა ამისა, მოსკოვმა მოუწოდა ფინეთის ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ მომავალში მსგავსი ქმედებები.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს