შშმ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის, მათთვის თანასწორი პირობების და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის საკითხებზე კონფერენციაზე იმსჯელეს

კონფერენციაზე - „შშმ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში“, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი აჭარის უმაღლესი საბჭო იყო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის, მათთვის თანასწორი პირობების და თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის საკითხებზე იმსჯელეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენცია, რომელიც ბათუმში გაიმართა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, IFES -ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - რენატა ლევოვსკიმ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა - ლევან იოსელიანმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ - გიორგი შარაბიძემ და მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გახსნეს.

„კონფერენციის პირველი პანელი „პოლიტიკას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს“, ხოლო მეორე და მესამე „უფლებრივ მდგომარეობას და თანასწორობას (ძალადობა, გენდერული ნიშნით ძალადობა და დისკრიმინაცია)“ დაეთმო. მეორე პანელში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ შშმ ქალთა უფლებების რეალიზებისთვის თანასწორი პირობების, თანასწორი გარემოს საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. სამივე პანელი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა და შემაჯამებელი რეკომენდაციების მიღებით დასრულდა. კონფერენცია, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ღია სივრცე კავკასიას (COS) და ევროკავშირი საქართველოსთვის მხარდაჭერით, სიმბოლურად უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია მიიღო“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა