დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვერ ხედავს, რომ პუტინს უკრაინაში კონფლიქტის გადაჭრა სურს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ის ვერ ხედავს, რომ პუტინს უკრაინაში კონფლიქტის გადაჭრა სურს.
„მე ნამდვილად ვერ ვხედავ რუსული მხრიდან იმას, რაც დამარწმუნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ამ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად მონაწილეობა სურს. ფართო რიტორიკა ჯერ კიდევ ძალიან კონფრონტაციულია”, - განაცხადა ბრიტანულ მედიასთან საუბრისას, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.
მისივე განცხადებით, უკრაინის გადასაწყვეტია ის გარემოებები, რომლებშიც ისინი რუსეთთან მოლაპარაკების საწარმოებლად მზად იქნებიან.
„ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა იყოს რეალური, ის უნდა იყოს შინაარსიანი”, - დასძინა კლევერლიმ.

























