ნუგზარ წიკლაური  - პოლიტიკური საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორი წესით ჩატარდეს პარტიაში არჩევნები - მალე, მაგრამ არა ნაჩქარევად მივიღებთ თარიღის შესახებაც გადაწყვეტილებას

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განმარტა, რა საკითხებს განიხილავენ პარტიის პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს იმსჯელებენ, რა ფორმით ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები. გარდა ამისა, მისი თქმით, საუბარი შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც.

რაც შეეხება არჩევნების თარიღს, მისი თქმით, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას პარტია მალე მიიღებს, თუმცა "არა ნაჩქარევად".

„უპასუხისმგებლო იყო ის ნაბიჯები და ის ფორსირება, რომელიც ჩვენი მეგობრების ერთმა ჯგუფმა დაიწყო მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების და სიცოცხლის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო. ჩემი პოზიცია გახლდათ ის, რომ მოგვეცადა მანამ, სანამ ეს საკითხი გადაწყდებოდა და შემდეგ, შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაგვეტარებინა ნებისმიერი შიდაპარტიული არჩევნები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობრისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია შიდაპარტიული ბატალიები, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკითხი. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო იმ მოთხოვნების შემდეგ, რაც მათ დააყენეს პროცესების ზურგს უკან ფორსირებით, მაგრამ ასე მოხდა. პოლიტიკური საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ როგორი წესით ჩატარდეს არჩევნები. მალე. ოღონდ არა ნაჩქარევად მივიღებთ თარიღის შესახებაც გადაწყვეტილებას“,- განაცხადა წიკლაურმა.

მისი შეფასებით, სხვადასხვა კრიტერიუმით, ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საუკეთესო კანდიდატია.

„მსოფლიო, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა არის დახურული არჩევნები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამოხატონ თავიანთი პოზიცია. ამიტომ მხარდაჭერილი იქნება ჩვენი მხრიდან ეს პოზიცია. რაც შეხება კანდიდატებს, დღეს პოლიტიკურ საბჭოზე არ განიხილება პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წესები, თუ როგორ უნდა იქნეს არჩეული შემდგომ პარტიის თავმჯდომარე. არაერთგზის გამომიხატავს ჩემი პოზიცია. მიმაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ ეტაპზე ნიკა მელია არის ყველაზე უფრო შესაბამისი იმ მიზნებისთვის, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ეს მიზნები არის ერთი მხრივ, საგარეო პოლიტიკური კავშირები, პირადი ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეორე, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კოორდინაციის, ურთიერთობისა და მობილიზების უნარი. ამ კრიტერიუმებით მიმაჩნია, რომ ნიკა მელია საუკეთესო კანდიდატია“,- განაცხადა წიკლაურმა.

ის ფიქრობს, რომ გიორგი მუმლაძე და სხვა კანდიდატები არსებულ გამოწვევებს სათანადოდ ვერ გაუმკლავდებიან.

„არ მიმაჩნია, რომ ბატონი მუმლაძე და სხვა კანდიდატები დღეს შეძლებენ იმ გამოწვევებს უპასუხონ, რომელიც ჩვენი პარტიის წინაშე არის“,- განაცხადა წიკლაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო