„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები "ბლოკჩეინის" სისტემით გაიმართება.

„კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - “ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა, ერთი ხმა იყო წინააღმდეგი. 69-მ მისცა ხმა, სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, ვინ იყო წინააღმდეგი. არცერთი მოქმედი კანდიდატი არ ყოფილა წინააღმდეგი. გადაწყვეტილება იქნა მიღებული „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ, რომელიც წარმოადგინა ნიკა მელიას ჯგუფმა.

თარიღზე მე შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებულიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზეც სრული მხარდაჭერა იყო. პრაქტიკულად არცერთი წინააღმდეგი, პოლიტსაბჭომ მიიღო სრული მხარდაჭერით წინადადება და განისაზღვრა არჩევნების დღედ 28-29 იანვარი. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 საათზე, ამ დროის შემდეგ უკვე ახალი კანდიდატი ვერ დარეგისტრირდება.

ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც პოლიტსაბჭოს 5 წევრისგან შედგება და თითოეული წევრის დანიშვნის შესაძლებლობა თითოეულ კანდიდატს ექნება“,- განაცხადა ნაყოფიამ.

მისი თქმით, ამით პარტიის ბრძოლა არ წყდება და აუცილებლად მიაღწევენ იმას, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები თავისუფლები იყვნენ.

„არავის ჰქონდეს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირღვევა. ეს არის ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აუცილებლად დაგვირგვინდება შემდეგ არჩევნებზე მისი სრული გამარჯვებით.

მანვე აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს ნიკა მელიას უჭერს.

„მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად ყველა პროცედურულ საკითხებში ორივე მხარის მოსაზრებას ვითვალისწინებ. ვცდილობ, რომ პოლიტსაბჭოს მხრიდან ყველა კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი უფლებები. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ადამიანზე ნებისმიერ პოლიტსაბჭოს წევრს, თუ პარტიის წევრს გააჩნია თთავისი მოსაზრება ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რაც მე უკვე ადრეც ვთქვი. მე არც ვმალავ იმას, რომ მე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას“,- განაცხადა ნაყოფიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)