ნიკა მელია - მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, რომლებიც სხვა პოზიციაზე იყვნენ, რიგ საკითხებზე დამოკიდებულება შეიცვალეს - კარგი იქნებოდა, აქამდე მოგვეხერხებინა, მაგრამ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური საბჭოს ზოგიერთმა წევრმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით დამოკიდებულება შეიცვალეს.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშეა.

„მოხარული ვარ, რომ იმ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, რომლებიც დღემდე სხვა პოზიციაზე იყვნენ, რიგ საკითხებთან დაკავშირებით დამოკიდებულება შეიცვალეს. მათ ეს რიტორიკაში ეტყობათ, მივესალმები კიდეც. კარგი იქნებოდა, რომ ეს აქამდე მოგვეხერხებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვფიქრობ, უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშეა პარტია ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი, თუნდაც თვენახევრის წინ. 9 ნოემბერი არის ის თარიღი, როდესაც გაკეთდა განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მაგრამ წარსულში წიაღსვლას ნამდვილად არ ვაპირებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია რა მოხდა დღეს და რა მოხდება ხვალ. ამიტომ, ჩემი შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკური საბჭოს ხდომა დადებითი იყო“, - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, არა მხოლოდ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე, არამედ ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად განიხილებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი.

„ხვალინდელი დღიდან კიდევ უფრო მაღალი ტემპით უკვე კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება მთლიანად პარტიის მხრიდან. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანის თარიღი არის მნიშვნელოვანი. მანამდე არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართება. გულშემატკივრები, მხარდამჭერები სასამართლო პროცესზე შევიკრიბებით“, - განაცხადა მელიამ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა