პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი 12 დეკემბერს გაგრძელდება

პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონსკურსში მონაწილე კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 12 დეკემებრს ანა აბაშიძეს, თამარ მახარობლიძეს, როინ მიგრიაულს, ლია მუხაშავრიას, ლევან ნემსაძეს და ნინო ნიშნიანიძეს მოუსმენენ. კომიტეტი ასევე მათთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხსაც განიხილავს.

კანდიდატთა მოსმენის პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს ზურაბ აზნაურაშვილის, ვიქტორ ახალბედაშვილის, ტრისტან ბენაშვილის, კარლო ბზიშვილის, ზაზა ბუაჩიძის, გიორგი ბურჯანაძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს, მანუჩარ კაკოჩაშვილს, ავთანდილ კახნიაშვილს, რუსუდან კვინიკაძეს, გოგა კიკილაშვილს, ალექსანდრე კობაიძეს, ალექსანდრე კურცხალიას, გია ლილუაშვილს და ხათუნა ლორიას.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთ ვაკანტურ ადგილზე 32 კანდიდატია წარდგენილი.

კონკურსში განაცხადები წარადგინეს შემდეგმა კანდიდატებმა:

გოგა კიკილაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი);

თეიმურაზ ჯერვალიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ კონსულტანტი;

რუსუდან კვინიკაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ კონსულტანტი;;

კარლო ბზიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი;

ხათუნა ლორია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ალექსანდრე კურცხალია - სამართლის დარგის სპეციალისტი;

ტრისტან ბენაშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი;

ლია მუხაშავრია - სამართლის დარგის სპეციალისტი;

კახა წიქარიშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი;

გია ლილუაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი;

ლიკა საჯაია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;

ზურაბ აზნაურაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

იოსებ ვარძელაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სრული პროფესორი;

ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი;

თამარ მახარობლიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

როინ მიგრიაული - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

გიორგი ტურაზაშვილი - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

სოფიო სოხაძე - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

მანუჩარი კოკოჩაშვილი - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

ზურაბ გურასპაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი;

ლევან ნემსაძე - სამართლის დარგის სპეციალისტი;

გრიგოლ გაგნიძე - ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

ავთანდილ კახნიაშვილი - თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ანა აბაშიძე - ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი;

ზაზა ბუაჩიძე - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

ნინო ნიშნიანიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;

დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე;

სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი;

გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე;

გიორგი გზობავა - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

ვიქტორ ახალბედაშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი