ხატია დეკანოიძე - ახლა პრიორიტეტულია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გადავარჩინოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ყოველგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას.

როგორც მან პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღის გარდა, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყო საუბარი.

„მომავალი კვირა არის ძალიან დატვირთული საერთაშორისო არენაზე. მომავალ კვირას გაიმართება მოსმენები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს მოსმენები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრესისთვის. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ვიზიტები. ჩემთვის ახლა პრიორიტეტული არის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გადავარჩინოთ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ყოველგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას. დღევანდელი პოლიტსაბჭო პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირადად შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი რამ განმტკიცდა. შემდგომი ნაბიჯები არის კომისიის შექმნა, რომელზეც მხარეებსაც ეყოლებათ თავისი წარმომადგენლები. უნდა განისაზღვროს და დამტკიცდეს ის პლატფორმა, რომელიც აუცილებელი იქნება დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა