ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისთვის მზადაა

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, მზად არის გააგრძელოს დიალოგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას.

ნეჰამერმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა იცავს ნეიტრალიტეტს, მაგრამ არის რიგი საკითხები, რომლებიც მათთვის ფუნდამენტურია.

„ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა, გვაქვს სპეციალური სტატუსი ევროკავშირში და ამ მიზეზით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება. თუმცა, ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ჰუმანიტარული დერეფნების, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დანაშაულების ობიექტური გამოძიებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში კარლ ნეჰამერი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც პირადად შეხვდა პუტინს სიტუაციის განსახილველად. თუმცა, მაშინ, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლის ხელმძღვანელის პოზიციაში რაიმე ძვრების მიღწევა ვერ მოხერხდა. ნეჰამერმა პუტინთან ასევე განიხილა ტყვეების გაცვლისა და უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის დერეფნის საკითხები.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა