ბექა დავითულიანის განცხადებით, მზად არიან იმსჯელონ სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა დღეს გაიმართება. მისივე თქმით, მზად არიან იმსჯელონ ნებისმიერ კანდიდატზე ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა.

„მოლაპარაკებები აქამდეც არაფორმალურად მიმდინარეობდა, დღეიდან უკვე ოპოზიციის ძირითადი შემადგენლობა ფორმალურად, ოფიციალურად ჩაერთვება ამ პროცესში და იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებას. დღეს იქნება შეხვედრა პარლამენტში, წინასწარი განწყობა ასეთია, რომ ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თანხმობაა (შეხვედრაზე).

ჩვენი პოზიცია მარტივია, ვთქვით, რომ არ წარვადგენთ კანდიდატს, ამის უფლება დავუთმეთ ოპოზიციას და ვთქვით, რომ არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ, სულ ერთია ვისზე, ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია", - განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, ვინ არის ის, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ამომრჩეველს და პარლამენტს და გულისხმობს თუ არა ანა აბაშიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს, დავითულიანი პასუხობს, რომ ორივეს გულისხმობს.

„ორივეს - ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, "ფეისბუქზე" ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა,"- განაცხადა დავითულიანმა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რა შანსები აქვს ანა აბაშიძეს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, დავითულიანი აცხადებს, რომ ამაზე კომიტეტი იმსჯელებს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას