პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების XV საიუბილეო ყრილობის მუშაობაში

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს 12-13 დეკემბერს მიმდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების XV საიუბილეო ყრილობის მუშაობაში.

„მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რეფორმის განხილვის წესი: სპმთპ-ის ყრილობის რეზოლუციის მე-4 პუნქტის მიხედვით „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რეფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებული იქნას სპმთპ-ის უმაღლეს კოლეგიურ ორგანოზე - სპმთპ-ის ყრილობაზე, სპმთპ-ის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებსა და რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების/აჭარის რესპუბლიკური საბჭოს ადგილობრივ საბჭოებზე განხილვის საფუძველზე“. შესაბამისად, სპმთპ-ის პრეზიდენტის, სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს და სპმთპ-ის XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე არჩეული პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობის დელეგატების კომპეტენციას სცილდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წესდების ცვლილებების პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2021 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-14 ყრილობაზე პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ რეფორმა დაანონსა. პროფესიული კავშირების გაერთიანების XV საიუბილეო რიგგარეშე ყრილობაზე განსახილველი წესდების პროექტი სპმთპ-ში ერთი წლის შემდეგ - 30 ნოემბერს გადმოიგზავნა და ყრილობის თარიღად 12-13 დეკემბერი განისაზღვრა. ასეთ მოკლე პერიოდში, სპმთპ ფიზიკურად ვერ შეძლებდა გაერთიანებული პროფკავშირების წესდების ცვლილებების პროექტის განხილვას, სპმთპ-ის XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის მიერ მიღებული რეზოლუციით განსაზღვრული წესის მიხედვით.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, 5 დეკემბერს გამართული, სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სპმთპ-ის წევრების ინტერესების გათვალისწინებით, სპმთპ არ მონაწილეობს, 12-13 დეკემბერს მიმდინარე პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობის მუშაობაში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წესდების პროექტის განხილვები სპმთპ-ის 62 ადგილობრივ საბჭოსა და 2118 პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში მიმდინარეობს. წევრებთან განხილვების შედეგებს ჩვენი ორგანიზაციის რიგგარეშე ყრილობაზე, 2023 წლის თებერვლის ბოლოს შევაჯამებთ. იმ შემთხვევაში, თუ რეფორმასთან დაკავშირებით, სპმთპ-ის უმაღლესი ორგანო - ყრილობა უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიტოვებთ უფლებას სპმთპ-მა დატოვოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ამჟამად მოქმედი წესდების შესაბამისად.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და სპმთპ-ის რიგგარეშე XII საანგარიშო ყრილობის მოწვევას 2023 წლის თებერვლის ბოლოს ვგეგმავთ,“ - აღნიშნულია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს