ანა აბაშიძე -  „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ეს არის ჩემი „პოსტის“ მანიპულაცია - მათ ხელშია გადაწყვეტილება და თუ უნდათ, რომ არ ამირჩიონ, შეუძლიათ არ ამირჩიონ

მე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ეს არის „პოსტის“ მანიპულაცია - მათ ხელშია გადაწყვეტილება და თუ უნდათ, რომ არ ამირჩიონ, შეუძლიათ არ ამირჩიონ, მიზეზი თუ უნდათ, შეუძლიათ ერთ-ერთი ესეც იყოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კანდიდატებთან გასაუბრება შედგა და სადაც მის პოსტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, ითხოვდა ეჩვენებინათ ეს „პოსტი“, თუმცა ეს არ გააკეთეს. მისივე თქმით, შემდეგში არაერთხელ ახსნა ეს საკითხი. აბაშიძის თქმით, მიუხედავად კონკრეტული დეპუტატის განცხადებისა, ვერ იტყვის რომ მისი კანდიდატურა გამორიცხულია.

„მე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ეს არის პოსტის მანიპულაცია. მათ ხელშია გადაწყვეტილება და თუ უნდათ, რომ არ ამირჩიონ, შეუძლიათ არ ამირჩიონ. მიზეზი თუ უნდათ, შეუძლიათ ერთ- ერთი ესეც იყოს. თქვენ ნახეთ, გასაუბრებაზე ვითხოვდი კიდეც, რომ ეჩვენებინათ ჩემი „ფეისბუქ პოსტი“, რომლითაც შევძლებდი ამეხსნა ზუსტად ის, რომ ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ამის საშუალება სამწუხაროდ, არ მომცეს, მერე ავხსენი არაერთხელ და კიდევ თუ ამაზე ვინმე ლაპარაკობს, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მიზეზი, რატომ არ დამიჭერს მხარს.

ამ ადამიანს (ბექა დავითულიანს) მინდა ვუთხრა, რომ მშვიდად და თავისუფლად არ დამიჭიროს მხარი. ის, რომ „გამორიცხული“ ვარ, პრინციპულად მიუღებელი ვარ, მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, არც ის ვიცი, ვინ არის მისაღები, დახურულ კარს მიღმა საუბრობენ. ვერ ვიტყვი, რომ „გამორიცხული“ ვარ იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულმა დეპუტატმა თქვა, რომ არ ამირჩევს, მაგრამ იყოს ეს მისი აზრი, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თუ კითხვები დარჩა, შეუძლია მკითხოს, რა მოხდა და რა შუაშია ამომრჩეველი, თუ მას ნამდვილად უნდა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ იგივე აზრზე დარჩება, მე რა თქმა უნდა, მის აზრს პატივს ვცემ,“ - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მზად არიან იმსჯელონ ნებისმიერ კანდიდატზე ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა, რადგან ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტი შეურაცხყო, როცა გასაუბრებაზე არ მივიდა, ხოლო ანა აბაშიძეს „ფეისბუქზე“ ჰქონდა შეურაცხმყოფელი განცხადებები.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას