ლევან იოსელიანი - ჯანეზაშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ, ღილაკს აღარ მივაჭერ, აბაშიძეს რაც შეეხება, ძველი „პოსტების“ ფრიალი ხელს ვერ უწყობს შეთანხმებას - ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ წითელ ხაზებს უნდა გადახედონ

ჯანეზაშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ, ღილაკს აღარ მივაჭერ, აბაშიძის მიმართ დამოკიდებულებას რაც შეეხება, ძველი "პოსტების" ქექვა და ფრიალი აზიანებს და ხელს ვერ უწყობს შეთანხმებას - ოპოზიციამ და "ქართულმა ოცნებამ" წითელ ხაზებს უნდა გადახედონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსელიანის განცხადებით, ჯანეზაშვილი რომ გასაუბრებაზე არ მივიდა პრობლემაა, თუმცა არა იმ თვალსაზრისით, რომ ამით ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ხედვა და საკუთარი თავი არ წარადგინა. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გამოთქმულ აზრებს, იოსელიანი აცხადებს, რომ ვინ რა მოსაზრებებს გამოთქვამდა პოლიტიკაზე თუ სხვა საკითხებზე, ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ამ პროცესთან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატების ირგვლივ კონსულტაციები გაგრძელდეს და მმართველმა პარტიამ გააკეთოს ყველაფერი, რომ შეთანხმებას მიაღწიოს ოპოზიციის იმ ნაწილთან, ვისაც პრინციპული პოზიციები აქვს კანდიდატებთან დაკავშირებით.

"ვისურვებდი, რომ ორივე მხარემ ამ წითელ ხაზებს გადახედოს და პოზიციები დააახლოოს. აქ ჩვენი როლი და სხვა პატარა პარტიების როლი ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმება, რადგან მათ ჰყავთ გამოკვეთილი თავიანთი ფავორიტი კანდიდატები, ოპოზიციას ვგულისხმობ და "ქართული ოცნება" ამბობს, რომ არ ჰყავს კანდიდატი, თუმცა, მოუწევს ვიღაცაზე არჩევანის შეჩერება. კიდევ არის მესამე გამოსავალი, თუ კანდიდატი ჩავარდება, რაც ამ სიტუაციაში არის ყველაზე ცუდი, მერე მოგვიწვეს ამ ყველაფრის ახლიდან დაწყება,"- განაცხადა იოსელიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა დღეს გაიმართება. მისივე თქმით, მზად არიან იმსჯელონ ნებისმიერ კანდიდატზე ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა