კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად დასრულდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად დასრულდა.

მისივე თქმით, ორი მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციამ, გადაადგილების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია, ამიტომ დანარჩენი კვანძების მოწესრიგებას ეტაპობრივად მიყვებიან.

"მელიქიშვილის რეაბილიტაცია მთლიანად დასრულებულია. საზოგადოებას როგორც დავპირდით, ოთხ დეკემბერს მთლიანად დასრულდა სამუშაოები. ამ პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. დაახლოებით, 6 კილომეტრი საკომუნიკაციო მასალა გამოიცვალა. მოეწყო ზებრა გადასასვლელები, კუნძულები გალამაზდა, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ყველანაირად ადაპტირებული და კომფორტულია. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ რთულ მდგომარეობაში ბევრი ქუჩა გვაქვს. ეს ერთ-ერთი იყო იმ ცამეტი პრობლემური კვანძიდან, თუმცა პარალელურად ვიწყებთ სხვა მნიშვნელოვან კვანძებზე შესვლას. ორი მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციამ, გადაადგილების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია, შესაბამისად, ყველა კვანძის მოწესრიგებას ეტაპობრივად მივყვებით", - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს