ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომის თემატიკაზე მომუშავე უწყებებთან შეხვედრები გრძელდება

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ტეხასის შტატში ოპერირებად შრომის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის #OSHA რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს OSHA-ს მანდატი და როლი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის აღსრულების მიმართულებით ადგილობრივ დონეზე.

„მხარეებმა ისაუბრეს გამოვლენილ დარღვევებზე, გამოყენებული სანქცირების მექანიზმებსა და ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე.

ტეხასის შტატში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები შემდეგი სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან: სამართალდამცავთა პროფკავშირი (CLEAT), თანაბარი სამართლიანობის ცენტრი (EJC), ტეხასის სამუშაო ძალის კომისია (TWC), ინდუსტრიული ორგანიზაციების შრომის კონგრესის ამერიკულ ფედერაცია (AFL-CIO).

ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება