კომპანია „სტეპმა“ „თიბისის“ მხარდაჭერით საოჯახო სასტუმრო „გენერალი“ შეისყიდა

კომპანია „სტეპმა“ „თიბისის“ მხარდაჭერით საოჯახო სასტუმრო „გენერალი“ შეისყიდა.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებზე გათვლილი, 4-ვარსკვლავიანი, 18 - ნომრიანი სასტუმრო „გენერალი“ სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს.

„საოჯახო სასტუმრო „გენერალი“, რომელიც კომპანია „სტეპმა“ ბათუმში 2022 წელს, „თიბისის“ მხარდაჭერით შეისყიდა, ის ადგილია, სადაც ზღვაზე ჩამოსული ოჯახები სიამოვნებით ისვენებენ. საგანგებოდ მოწყობილი, ტექნიკურად აღჭურვილი ლუქს-ნომრები ოჯახების სრულ კომფორტსა და კმაყოფილებაზეა გათვლილი.

სწორედ მშობლებისა და ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება იყო მისი დამფუძნებლებლის, ირაკლი ხახვას მიზანი, როცა მან ახლადშეძენილ სასტუმროში რეორგანიზება დაიწყო. დასახული გეგმის განხორციელებას საგანგებოდ შერჩეულმა, გამოცდილმა გუნდმა თავი კარგად გაართვა და სულ რამდენიმე თვეში სასტუმროს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი შესძინა.

საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებზე გათვლილი, 4 ვარსკვლავიანი, 18 ნომრიანი სასტუმრო „გენერალი“ სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს.

ბათუმის ისტორიულ უბანში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე ეს კომფორტული სასტუმრო განსაკუთრებით კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალით და ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვისაც.

სასტუმრო „გენერლის“ ნომრებზე მოთხოვნა ისეთი სისწრაფით იზრდება, რომ დამფუძნებლები ახლო მომავალში სასტუმროს გაფართოებას და დამატებითი სივრცეების შექმნის გეგმაზე უკვე მუშაობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანია „სტეპის“ დამფუძნებლის და სასტუმრო „გენერლის“ დირექტორის, აკაკი ხახვას განცხადებით, „თიბისისთან“ ურთიერთობა გუნდმა 2018 წელს დაიწყო.

„მაშინ ჩვენი პროექტი სხვა სასტუმროს ეხებოდა. ეს თანამშრომლობა იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ, ახალი სასტუმროს შესაძენადაც „თიბისისთვის“ მიგვემართა. „თიბისისვე“ უკავშირდება ჩვენი სამომავლო გეგმებიც,“ - აღნიშნა მან.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია