ჯოზეფ ბორელი - უნდა გადავხედოთ, თუ როგორ ვმუშაობთ „აღმოსავლეთ პარტნიორებთან“

დღეს შევხვდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენ უნდა გადავხედოთ, თუ როგორ ვმუშაობთ „აღმოსავლეთ პარტნიორებთან“, რადგანაც სამი ქვეყანა გახდა კანდიდატი და ერთი არის ძალიან შორს ევროკავშირისგან, მე ვგულისხმობ ბელარუსს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მინისტერიალი აღმოსავლეთ პარტნიორებთან არის პირველი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და სასაუბრო ბევრია.

„რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, ის რთული იქნება, რადგან დღის წესრიგში გვაქვს ირანის საკითხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხზე არსებობს ერთგვარი დაბნეულობა. როდესაც მე და კომისია ვაცხადებთ სანქციებს, ეს მხოლოდ წინადადებებია და გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და 27 მინისტრს განსხვავებული მიდგომა აქვს. ასე რომ, წინადადებები არ არის გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იქნება, რადგან არსებობს სხვადასხვა ხედვა წევრ ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა