ირაკლი ღარიბაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის გენგეგმაზე, რათა აღარ იყოს ქაოტური განვითარება

აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის „მასტერ პლანზე“ ანუ გენგეგმაზე. აუცილებელია დაიგეგმოს, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის განვითარების გეგმის შესამუშავებლად, მთავრობა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას გეგმავს.

„ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ჩამოიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილებას ჩვენს ქართულ კომპანიებთან ერთად და დაიდება ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა,“ - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე,გონიოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

„ვგეგმავთ მსხვილი პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. გონიოში გვინდა, რომ აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და გვინდა, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, იგეგმება ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილების განახლება-რეაბილიტაციაც.

„ტურიზმის მიმართულებით, ამ ეტაპზე, 200 მილიონი გამოიყოფა. გვინდა 8-10 ლოკაცია შევარჩიოთ. ყველაზე პოპულარული ადგილები შევარჩიეთ - ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, ბათუმი, თბილისი, წყალტუბო და ა.შ. და გვინდა, რომ დავიწყოთ სრული ურბანული განახლება-რეაბილიტაციის პროექტები. დეტალურ გეგმას რამდენიმე ხანში წარმოგიდგენთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება