ზურაბ აბაშიძემ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიწვევით სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარის სტატუსით აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა (EaP) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება მოქალაქეების, ადგილობრივი თემებისა და რეგიონების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საქმეში უდიდეს როლს ასრულებს CORLEAP-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც 2023 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში გაიმართება.

ღონისძიებაზე ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის მონაწილეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენებისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, მინისტერიალის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის, როგორც მწვანე და ციფრული ცვლილებების, ისე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის ძირითადი საშუალების, შემუშავების საკითხი.

მინისტერიალი უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობითა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მონაწილეობით გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ზურაბ აბაშიძემ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიწვევით სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარის სტატუსით აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა (EaP) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება მოქალაქეების, ადგილობრივი თემებისა და რეგიონების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საქმეში უდიდეს როლს ასრულებს CORLEAP-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც 2023 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში გაიმართება.

ღონისძიებაზე ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის მონაწილეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენებისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, მინისტერიალის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის, როგორც მწვანე და ციფრული ცვლილებების, ისე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის ძირითადი საშუალების, შემუშავების საკითხი.

მინისტერიალი უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობითა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მონაწილეობით გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს