მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ

მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის (MATC) დირექტორმა, იუვალ ელაზარმა და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჟღენტმა, თანამედროვე ტექნოლოგიების (ჰიდროპინიკა) სათბური დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიების (ჰიდროპინიკა) სათბური დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს.

ლაბორატორიაში, 2017 წლიდან, ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.

სამუშაო ვიზიტის ბოლოს, სტუმრები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ -სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ, სადაც ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება