ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს - ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სახელმწიფოსთან დავას ეხება და არ ეხება პროექტს. შესაბამისად, ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეულები არიან. ამიტომ, ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობამ სექტემბრის თვეში მიიღო გადაწყვეტილება - ეკონომიკის სამინისტროს დაევალა, კონსულტანტი კომპანიები შეერჩია, რომლებიც ინვესტორების შერჩევის პირობებს კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში სამინისტროსთან ერთად დაამუშავებდნენ.

„ასევე, მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა , შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან, ძირითად საპორტო ოპერატორებთან და ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება ჩართული იყვნენ პროექტის განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად.

ჩვენ, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუ როგორი სტრუქტურით მოხდება პორტის განვითარება, ასევე წლის ბოლომდე საკონკურსო პირობების ჩამოყალიბება უკვე დასრულებული იქნება. ამასთან დაკავშირებით პირველი პროექტი უკვე არსებობს და შესაბამისად, ამაზე იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ასე რომ, მომავალი წლის იანვრის თვეში ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შერჩევის პროცესს განვახორციელებთ კანონმდებლობის შესაბამისად ისე, რომ 2023 წლიდან ჩვენ დავიწყოთ უშუალო სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება“, - აცხადებს დავითაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა