ორსულობისა და მშობიარობის გამო, ასევე, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარების ჯამური ოდენობა კანონის ნაცვლად, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება

ორსულობისა და მშობიარობის გამო, ასევე, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარების ჯამური ოდენობა კანონის ნაცვლად, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

შესაბამისი ცვლილება “შრომის კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს განსახილველად დაჩქარებული წესით წარედგინა.

მოქმედი “შრომის კოდექსით“ აღნიშნული თანხა კანონით არის განსაზღვრული და ის არაუმეტეს 1000 ლარს შეადგენს. კანონის პროექტით კი დგინდება მთავრობის ვალდებულება, თავად განსაზღვროს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ჯამური ოდენობა.

კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული დახმარების ოდენობის გაზრდა და მისი გაორმაგება არაუმეტეს 2000 ლარამდე.

“უმჯობესდება დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე დასაქმებული მშობლების და მათი ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ისინი მიიღებენ დახმარების გაზრდილ ოდენობას. დახმარების ოდენობა, 2023 წლის 1 იანვრიდან გახდება არაუმეტეს 2 000 ლარისა“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა