საბერძნეთში კიევის საელჩოს ანონიმური სისხლიანი ამანათი გაუგზავნეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით კიევის საელჩომ საბერძნეთში ანონიმური სისხლიანი ამანათი მიიღო.

„საბერძნეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც პაკეტი ათენში უკრაინის საელჩოში მივიდა“, - წერს ნიკოლენკო „ფეისბუქზე“.

მისი თქმით, გამგზავნის მისამართი იგივეა, რაც დანარჩენ კონვერტებზე, რომლებიც უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მანამდე მიიღეს: Tesla-ს ავტომობილების შოურუმი გერმანიის ქალაქ ზინდელფინგენში.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში „სისხლიანი“ ამანათები მიიღეს. ზოგიერთ მათგანში ცხოველების თვალები იყო განთავსებული. ამასთან, გასულ თვეში მადრიდში, უკრაინის საელჩოში კონვერტით გაგზავნილი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც საელჩოს ერთი თანამშრომელი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო