ევროკომისიასა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა ზამთრისთვის საკმარისი გაზის მარაგი უზრუნველყო

ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ ევროკავშირმა ამ ზამთრისთვის საკმარისი გაზის მარაგი უზრუნველყო, თუმცა მომავალ წელს შესაძლოა, გაზის დეფიციტის წინაშე დადგეს, თუ რუსეთი კიდევ შეწყვეტს მიწოდებას.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თქმით, ევროკავშირი 2023 წელს შესაძლოა 27 მილიარდი კუბური მეტრის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.

როგორც მედია ევროკავშირის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, 2021 წელს, ევროგაერთიანების მთლიანი გაზის მოხმარება 412 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაზის მიწოდება "უსაფრთხოა ამ ზამთრისთვის" და ბლოკი შემდეგი ზამთრისთვის ემზადება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო