HACCP-ის სტანდარტი სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის  2023 წლის 1-ელი ივნისიდან სავალდებულო იქნება

სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელი ივნისამდე დანერგოს. ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ინფორმირების მიზნით, ბიზნესოპერატორებთან შეხვედრებს გამართავენ.

„ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე: სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია; აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია; ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება; კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება; მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია; პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, ბურბუშელას წარმოება, ფქვილის, ბურღულეულის წარმოება, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაცია, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, პურის დისტრიბუცია, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობა, საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება, წისქვილი; საკონსერვო წარმოება; სუნელ-სანელებლების წარმოება, დაფასოება, შენახვა, რეალიზაცია; საკვებდანამატების წარმოება, შენახვა, რეალიზაცია; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, დაფნის ფოთლის წარმოება, რეალიზაცია; უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოება, ყავის და ჩაის გადამუშავება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება; შაქრის, მარილის წარმოება; გამომშრალი ხილის წარმოება, ჩიფსის წარმოება.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს.

2015 წლიდან HACCP სავალდებულოა ნედლი რძის თერმულად გადამამუშავებლებისა და ცხოველთა სასაკლაოებისთვის;

2019 წლიდან - ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამამზადებლებისთვის;

2021 წლის იანვრიდან - ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება ან/და გადამმუშავებლებისთვის;

2021 წლის ივნისიდან - სურსათის წარმოება/გადამმუშავებლებისთვის საცალო ვაჭრობის პუნქტში.

საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა - HACCP ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP). სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი სურსათი, შეამციროს მომხმარებლებში სურსათისმიერი დაავადებების შემთხვევები, რაც აამაღლებს მისი ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და გაზრდის მომხმარებლის ნდობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე