პროკურატურა - საქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება ჩაატარა

პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება ჩაატარა.

აღნიშნულ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე განახლებული გამოძიების ფარგლებში დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2008 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, დაკავებულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

„შსს-ს თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც მოხელის მიერ, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე - „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც 2008 წელს დაკავებული პირის მიმართ პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ფაქტის გამოძიებისას გამოვლენილ დარღვევებს გულისხმობს.

მითითებული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა