იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მკურნალ ექიმთა და პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფის გადაწყვეტილებით, ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი რაოდენობით ელექტროსიგარეტს იღებდა.

„ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იღებდა დიდი რაოდენობით ელექტრო სიგარეტს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მის მკურნალ ექიმთა ჯგუფს, ასევე პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეზღუდოდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი