ევროპული საბჭო - ევროკავშირმა საკუთარი ერთგულება დაადასტურა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ და მზადაა, უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალისას ევროკავშირმა საკუთარი ერთგულება დაადასტურა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ და მზადაა, ის უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამასთან, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ერთმანეთს უნდა ავსებდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირის გაფართოების პროცესი.

ოფიციალური განცხადების თანახმად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი გააგრძელებს იმ აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ სხვადასხვა სახის თანამშრომლობა და ჩართულობა, მათ შორის კიბერ, ჰიბრიდული და სხვა არასამხედრო საშუალებების მიწოდებით რეგიონში მათი მედეგობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.

გარდა ამისა, დაკავშირებადობის საკითხების განსახილველად, ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, მიიწვიოს პარტნიორები სხვა რეგიონებიდან, მათ შორის ცენტრალური აზიიდან.

შეგახსენებთ, დღეს, ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისევე როგორც, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები იღებდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა