მასიმო დი ანჯელო - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და სჭირდება გადაუდებელი დახმარება სიცოცხლის გადასარჩენად

ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ შეარბილოს პოლარიზაცია, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში და ხელი შეუწყოს იმას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დი ანჯელომ სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მასიმო დი ანჯელოს განცხადებით, სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და დღეს მას სჭირდება გადაუდებელი დახმარება სიცოცხლის გადასარჩენად.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის პროევროპული და მათ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ამიტომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კაცი, რომელმაც დააყენა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, ის არის პოლიტიკური პატიმარი და დღეს მას სჭირდება გადაუდებელი დახმარება სიცოცხლის გადასარჩენად.

მე მაქვს, მასთან ურთიერთობა და მაქვს ურთიერთობა ექსპერტებთან, ჯეიმს კობისთან და დოქტორ სმიტთან. ისინი წერენ ანგარიშებს და შეადგინეს ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ის არამხოლოდ ნაწამები იყო და მოწამლული, მას აძლევდნენ წამლებს, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ და მას სჭირდება სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ შეარბილოს ის პოლარიზაცია, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში და ხელი შეუწყოს იმას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალოდ", - განაცხადა მასიმო დი ანჯელომ, რომლის თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი