ანა ფოტიგა - მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მოაგვარონ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტრაგიკული შემთხვევა და გაათავისუფლონ პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლონ. ამის შესახებ ევროპარლამენტრმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან და ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნა გაწერილი იქნება რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ოთხშაბათს მიიღებს.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტები და მოაგვარონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძალიან ტრაგიკული შემთხვევა. მივმართავთ მთავრობას, გაათავისუფლოს პატიმარი ჰუმანიტარულ საფუძველზე და ეს იქნება გაწერილი რეზოლუციაში, რომელსაც მიიღებს ევროპული პარლამენტი ოთხშაბათს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომლის განცხადების თარგმანსაც "ფორმულა" ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო