შპს GLOBAL VICTORY TRUST საჯარო შეთავაზების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შპს GLOBAL VICTORY TRUST (რეგისტრირებული 08/07/2016წ. ლუქსემბურგის ბიზნეს რეგისტრაციის მიერ, საიდენტიფიკაციო კოდი # B207335, იურიდიული მისამართი: 6757, ლუქსემბურგი, გრევენმახერი, მოზელეს ქუჩა # 3), რომლის საკუთრებაშია ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით შეძენილი უძრავი ქონება: „ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვეთი № 65/061) არსებული 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აკეთებს შეთავაზებას, აღნიშნული ქონების 50 %-ს გასხვისებაზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 24 მარტს გამართული №256 ელექტრონული აუქციონით დადგენილი პირობების შესაბამისად.

მსურველი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში გამოცდილება და შეთანხმების შემთხვევაში წარმოადგენს განსახორციელებელ საინვესტიციო თანხაზე საბანკო გარანტიას, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეუძლია გამოაგზავნოს წერილი კომპანიის ელ-ფოსტაზე: info@gvgholding.ge, სადაც აღწერილი უნდა იყოს დაინტერესებული პირის (ფიზიკური/იურიდიული) განხორციელებული პროექტები, გამოცდილება და ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა.

შეთავაზება ძალაშია მისი გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

(R)

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება