გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის განხილვას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის განხილვას დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და საძოვრებით მდგრად სარგებლობას მეცხოველეობის დარგის განვითარებასთან ერთად განიხილავს.

მათივე ცნობით, კონცეფციის საფუძველზე მოხდება საძოვრების კლასიფიკაცია და საძოვრების განკარგვის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა.

„საქართველო იწყებს საძოვრების მართვის ეროვნულ რეფორმას მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. რეფორმა ეფუძნება ადგილობრივ საჭიროებებსა და გაზიარებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. ვფიქრობ, აღნიშნული კონცეფცია უმნიშვნელოვანესია მესაქონლეობით დაინტერესებული ფერმერებისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნა ევროპის ქვეყნების (საფრანგეთი, შვეიცარია) მაღალმთიან რეგიონებში საძოვრების მართვის არსებული მიდგომები.

„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის წინამდებარე დოკუმენტი საფუძვლად დაედება შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას საძოვრების მართვის სფეროში. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდა პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს