პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, I ადგილი ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლემ - გიორგი ივანიძემ, II ადგილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლემ - მიშიკო ბერაძემ, III ადგილი კი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლემ - ანა გიგლემიანმა დაიკავეს.

„გამარჯვებულ მოსწავლეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა უმასპინძლა. მათ სერტიფიკატები, ასევე პრიზები- პლანშეტები და ბრენდირებული ნივთები გადასცა და წარმატებები უსურვა.

ლელა ჯანაშვილის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუდმივად ცდილობს რომ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლაბლად სხვადასხვა აქტოვობები დაგეგმოს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი სწორედ სკოლა და მოსწავლეები არიან, შესაბამისად, სასიხარულოა რომ ბლოგების კონკურსმა დაინტერესება მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიწვია.

გამარჯვებულ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, სამსახურის მოწვეულმა სპეციალურმა ჟიურიმ- მწერალმა დავით გორგილაძემაც.

„მე, ჩემი პერსონალური მონაცემები და ფართოდ გახელილი თვალები“ - ამ სათაურით მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბლოგების კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გასულ თვეში გამოაცხადა. მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეებში პერსოანლურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის. მსგავს აქტივობებს სამსახური მომავალშიც გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამარჯებული მოსწავლეების ნაშრომები შეგიძლით იხილოთ ბმულებზე: 1 - newadmin.personaldata.ge; 2-newadmin.personaldata.ge; 3 - newadmin.personaldata.ge.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა