პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა

პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა

საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის სახელით, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ბოლო დღეებში, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ 6-მა ოჯახმა დაკარგა შვილი, მეუღლე ძმა, მამა. მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ მეგობრებს, მთლიანად საქართველოს და გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.