„ალდაგში“ ბიზნესის ქონებისა  და მარაგების დაზღვევა  ფიქსირებულ ფასად არის შესაძლებელი

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ მიკრობიზნესისთვის ახალი პროდუქტი შეიქმნა, რომელიც ბიზნესის კუთვნილი ქონებისა და მარაგების დაზღვევას ფიქსირებულ ფასად გულისხმობს.

„ალდაგის“ ინფორმაციით, ქონებისა და მარაგების დაზღვევა მიკრო ბიზნესკომპანიებს წლიურად 150 ლარიდან შეუძლიათ. „ალდაგის“ ახალი პროდუქტის ფარგლებში, ბიზნესის კუთვნილი ქონება და მარაგები დაზღვეული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება, საჰაერო ტრანსპორტის ჩამოვარდნა, ავტოტრანსპორტის შეჯახება, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა.

„მოხარული ვართ, რომ უშუალოდ მიკრო ბიზნესისთვის გვაქვს მათ საჭიროებებზე მორგებული პოლისები, რომლებითაც ისინი შეძლებენ, ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიონ ქონება და მარაგები სხვადასხვა გავრცელებული რისკისგან და უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური მდგრადობა. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად მოქნილი პირობებით ვითანამშრომლოთ მიკრო და მცირე ზომის კომპანიებს, რომელთა მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია”,- აცხადებენ ალდაგში.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ქმნის დაზღვევის კულტურას საქართველოში და მომხმარებლებს კორპორაციულ და საცალო ქონების რისკების დაზღვევასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება