ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - 400 დღეა ერთი კაცის სიკვდილზე საუბრობთ, გაანებეთ ამ კაცს თავი - თქვენი პარტია და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ

400 დღეა ერთი კაცის სიკვდილზე საუბრობთ. გაანებეთ ამ კაცს თავი - თქვენი პარტია [„ნაციონალური მოძრაობა“] და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ, - ასე მიმართა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ შეწყვიტა მმართველმა გუნდმა სააკაშვილის საკითხზე კომენტარების გაკეთება და განაცხადა, რომ ეს თემა საზოგადოებასაც არ აინტერესებს და კითხვებზე პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ.

„გირჩევთ, ეს აბსურდული ტერმინები ლექსიკიდან ამოიღოთ. არ ვარგა ამ ყველაფერზე ასე საუბარი. 400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბროთ, სირცხვილია. 400 დღეა ერთი კაცის სიკვდილზე საუბრობთ, გაანებეთ ამ კაცს თავი. თქვენი პარტია და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ. სიკვდილზე აგებთ კამპანიას. არ შეიძლება ასე. საზოგადოება ამას უყურებს და ამიტომაა თქვენი რეიტინგი დაცემული. ყველა პარტიული ტელევიზიის რეიტინგი დაცემულია იმიტომ, რომ სულ სიკვდილზე არ შეიძლება ესაუბრო საზოგადოებას. თქვენი მხარდამჭერებიც დაღალეთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემის პოლიტიზება არ შეიძლება.

„არ შეიძლება ამის პოლიტიზება. ეს აწყობს იმ ხალხს, ვინც პატივს არ სცემს სამართლის უზენაესობას. ჩვენ რაღაც მომენტში ვალდებული ვიყავით პოლიტიკური პასუხი გაგვეცა კამპანიებზე, მაგრამ აღარაა საჭირო. არც საზოგადოების ინტერესი არსებობს და არც არის სწორი, რომ მუდმივად ამ თემის პოლემიკაში ვიყოთ. ვისაც ამ თემის პოლიტიზება სურს, სცადონ ცალმხრივად, ჩვენ ამაში ვერ შევყვებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას ევროპარლამენტში სააკაშვილის ოჯახის წევრების მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ და განაცხადა, რომ „არც ეს თემა და არც ეს კონკრეტული ადამიანები საინტერესო არ არიან“.

„საინტერესოა სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ყველა ამით უნდა დაინტერესდეს - სამართლის უზენაესობით, ადამიანის უფლებებით და ქართულ საზოგადოებას კერძო, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები თავს არ უნდა მოახვიონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო