დავით სერგეენკო - ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები - კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში

ის რაც ახლა ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები - კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსების განცხადებები ექიმს უზღუდავს სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და „პაციენტს მკურნალობაზე დამყოლობას უმცირებს“.

მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს მისი მკურნალი ექიმი და ექთანი იმ პირობით, თუკი მისცემენ ამის საშუალებას მათ პოლიტიკოსები. ის, რაც ახლა ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში. ეს აზიანებს ორ რამეს, ექიმს უზღუდავს სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და პაციენტს ჯერადობით უმცირებს მკურნალობაზე დამყოლობას. რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ორი ფაქტორი, ამის განმარტება ჩემი აზრით, ზედმეტია. პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ თავი, ერთი კვირა მაინც მონახონ თავის თავში ძალა და აცადონ ექიმებს,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი