შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დამხვდა და გონზე მოსაყვანად გარკვეული პერიოდი დამჭირდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი „ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა, რომელიც საუბრის დროს რამდენჯერმე გაითიშა“.

როგორც ადვოკატმა კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ცუდად ყოფნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ხვალინდელ პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.

“ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, საუბარი უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს, გონების კარგვის მომენტი იყო. საუბრის დროს გაითიშა, 3-4-ჯერ იყო ასეთი მომენტი. რომ შევედი იწვა და ვხედავდი, რომ ვეღარ მესაუბრებოდა. ერთხელ ჰქონდა ასეთი მდგომარეობა, ოღონდ ამდენი ეპიზოდი არ ყოფილა. საქმის მასალებში მას აქვს 4-ჯერ გონების კარგვის ეპიზოდი, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა. გონების კარგვის ერთ-ერთი ეპიზოდის მერე მოხდა მისი გადმოყვანა "ვივამედში". სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე ჩაერთოს. თქვა, რომ თუ შეძლო, შეეცდება რაღაც თქვას. თუ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, მაგრამ ჩართვით ჩაერთვება", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტი რამდენიმე დღეა აკრძალული აქვს.

„სიმართლე გითხრათ, ესეც არაადამიანური მოპყრობის ნიმუშია, ისედაც ნიკოტინის გარეშე ელექტროსიგარეტს ეწეოდა", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას, ადვოკატის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღეს გადაუგზავნის "გაიდლაინებს", რომ მძიმე მეტალებზე ექსპერტიზა არ ტარდება და ამ „შოუში მონაწილეობას არ აპირებენ“.

„თუ მოვლენ და თმებიდან აიღებენ ანალიზებს, კი ბატონო, მზად ვართ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება ისევ არ შეუძლია. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს სააკაშვილს "არანორმალურად დაბალი წნევა ჰქონდა".

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა