შალვა ხაჭაპურიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საინტერესო ტერმინია, რომელიც ამდენ ხანს არასდროს ყოფილა სააკაშვილის საქმეში ნახსენები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს განცხადება მიანიშნებს იმას, რომ აშშ დიდ ყურადღებას აქცევს ამ საკითხს და მის გადაწყვეტაში მაქსიმალურად ჩაერთვება.

„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საინტერესო ტერმინია ნახსენები, რომელიც ამდენ ხანს არასდროს ყოფილა სააკაშვილის საქმეში ნახსენები, სიტყვა "ადვოკატირება" გაჟღერდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, რომ ამ საქმის ადვოკატირება მოახდინოს, რაც იშვიათი მოვლენაა. ადვოკატირება ნიშნავს იმას, რომ ისინი განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ აიყვანენ ამ საქმეს და მაქსიმალურად ჩაერთვებიან ამ საკითხის გადაწყვეტაში", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა. როგორც აშშ-ის საგარეო უწყების მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარშია ნათქვამი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას „ძალიან ახლოდან აკვირდება“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო