მიხეილ სარჯველაძე - იმ მშვიდობის გაქილიკებას ცდილობენ, რომელიც ხელისუფლების დიდი მეცადინეობით სუფევს და ამას არქმევენ „ცარიელ მშვიდობას“ - ცარიელია თუ სავსე, ეს არ ის მშვიდობა, რაც მეტად სჭირდება საქართველოს

იმ მშვიდობის გაქილიკებას ცდილობენ, რომელიც ხელისუფლების დიდი მეცადინეობით საქართველოში სუფევს და ამას არქმევენ „ცარიელ მშვიდობას“ - ცარიელია თუ სავსე, ეს არ ის მშვიდობა და ეს ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და მის მოსახლეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე გააკრიტიკა ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს პარლამენტში წარმოთქმული სიტყვების გამო. სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერები ცდილობენ „ცხელ პოლიტიკურ თემებად“ გახადონ ის საკითხები, რომლებიც შეიძლება „ძალიან დიდ საფრთხეებს წარმოქმნიდეს საქართველოსთვის“.

"უპასუხისმგებლოსთან ერთად, ეს იყო გაჯერებული ყალბი პათეტიკით, რომლითაც იგივე ხალხის არაერთი გამოსვლით დაგვამახსოვრეს თავი და ცდილობენ ის ადამიანური ტრაგედიები, რომელიც ხდება, რაღაცნაირად საკუთარი პოლიტიკური, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვისმენდი დღეს პათეტიკურ გამოსვლას ქალბატონი წითლიძის. ამდენი ხანია რაზეც მიდის საუბარი, ზუსტად იმის დასტური და ლუსტრაცია იყო ეს. გვაკრიტიკებდნენ ჩვენ იმის გამო, რომ მშვიდობა, რომელიც ხელისუფლების დიდი მეცადინეობით საქართველოში არის და სუფევს, ამის გაქილიკებას ცდილობენ და არქმევენ ამას „ცარიელ მშვიდობას“ - ცარიელია თუ სავსე, ეს არ ის მშვიდობა და ეს ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს და მის მოსახლეობას. ეს არის უზენაესი ღირებულება დღეს საქართველოსთვის და როგორიც არ უნდა იყოს კრიტიკა, ხელისუფლება ამას შეძლებს და დაიცავს.

უტიფრობაა ერთგვარი, როდესაც ბატონი ხაბეიშვილისგან ისმენ, თითქოს ადგილი აქვს ოკუპაციის დაკანონებას. კაცისგან, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მხარი დაუჭირა და დღემდე იბრძვის იმის გასამართლებლად, რა რეზოლუციასაც მხარი დაუჭირეს 2008 წელს, როდესაც პრაქტიკულად საქართველო და ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დანაშაულის ჩადენაში. ისინი ხსნიდნენ ამას სხვა პუნქტებში ჩადებული სიკეთეებით, მაშინ როდესაც ყველაზე ღირებულს და მნიშვნელოვანს, მართლა ოკუპაციის დაკანონების მცდელობა შეიძლება დაერქვას ამ ყველაფერს, რაც მათ გააკეთეს იმ რეზოლუციის ხელმოწერით. აბსურდია ეს ყველაფერი, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა და ვერავითარი ფსევდოპატრიოტული, ემოციაზე თამაშით გამოწვეული რაღაც პათეტიკური და აღტკინებული მოწოდებები ამ ხაზს ვერ დაარღვევს. ამას ქართველი ხალხი აღიქვამს ყველაზე კარგად და საკადრის პასუხს ეუბნება ხალხს, რომელიც ნებით თუ უნებლიედ ემტერებიან საქართველოში მშვიდობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო