ირაკლი ზარქუა - დღეს რომ აქ არ გვაქვს ბუჩა და არ იბომბება თბილისი, ე.ი ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს და ბოდიში მოვიხადოთ - ამას გვეუბნება პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2008 წელს ჩვენი ბიჭები ბრძოლის ველზე მიატოვა

დღეს რომ აქ არ გვაქვს ბუჩა და არ იბომბება თბილისი, ე.ი ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს და ბოდიში მოვიხადოთ. ამას გვეუბნება ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს ჩვენი მაგარი ბიჭები ბრძოლის ველზე მიეტოვებინა და შემდეგ, დახოცილი ბიჭები ბედის ანაბარა მიეგდო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ქვეყანაში დღეს მშვიდობაა.

„დღეს გამოსვლას არ ვაპირებდი, თუმცა ჩვენი კოლეგებისგან, რადიკალური ოპოზიციისგან ასეთი სიტყვათა წყობა გაისმა - ცარიელი მშვიდობა, რატომ ჰქვია მშვიდობა, ნაძვის ხე რატომ გაქვთ. ეს გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში წლების განმავლობაში იყო, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, დღეს საქართველოს ხელისუფლებას ამუნათებს, რადგანაც ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ, რომ მშვიდობა გვაქვს. დღეს რომ აქ არ გვაქვს ბუჩა და არ იბომბება თბილისი, ე.ი ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს და ბოდიში მოვიხადოთ. ამას გვეუბნება ვინ, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს ჩვენი მაგარი ბიჭები ბრძოლის ველზე მიეტოვებინა, შემდეგ დახოცილი ბიჭები ბედის ანაბარა მიეგდო და მერე აქ, თბილისში გამოქცეოდნენ თავიანთი მთავარსარდლით და მინისტრით. უფრო უარესი გააკეთეს - ამის შემდეგ ყველაფერი გააკეთეს და სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს რუსეთს, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები.

იმდენი მოახერხეს, რომ ჩვენ გმირ ბიჭებს დააბრალეს ომის ესკალაცია და ომის დაწყება, როდესაც რეზოლუციაზე ხელი მოაწერეს და ევროსაბჭოში მხარი დაუჭირეს. ახლა, აი ეს გუნდი ჩვენ გვამუნათებს და გვაბრალებს, რომ თითქოს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ“, - აცხადებს ზაქრუა.

მისი თქმით, საქართველოს უკრაინისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გვერდში ვუდგავართ, შევუერთდით ყველა იმ საერთაშორისო სანქციას, რაც გამოცხადებული აქვს, სხვათა შორის, რაც ვერ გაბედა ევროპის ბევრმა ქვეყანამ. ტვირთების გაგზავნის ნაწილში, დახმარების თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენ ათასობით უკრაინელი შევიფარეთ და დღემდე გვყავს. ისინი უზრუნველყოფილნი არიან ბაღებით, სკოლებით, უფასო ტრანსპორტით, სახლით და კარით ისე, რომ საქართველოს ევროპისგან ერთი თეთრი არ აუღია. ის ქვეყნები, რომლებიც იღებენ ამ დევნილებს, შემდეგ იცით, რომ ევროკავშირი მათ ეხმარება“, - აცხადებს ზარქუა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე.

„იმ მაგარი ბიჭებით, ვინც უკრაინაში იბრძვიან თავიანთი მრწამსით და იცავენ თავისუფლებას, ვამაყობთ. ვამაყობთ იმ მაგარი ბიჭებით, მაგრამ ვერ ვიამაყებთ იმათით, ვინც იქ „სელფის“ გადასაღებად ჩადის და შემდეგ, ამ მაგარი ბიჭების ხარჯზე რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწეროს.

დიახ, საქართველომ ბევრი იომა, მეგობრებო, უამრავი ომი გამოვიარეთ და მშვიდობა დამსახურებულად გვაქვს, ასე რომ, ამის გამო ნუ შეგრცხვებათ და ნუ დაამუნათებთ ჩვენს ქვეყანას და მთავრობას, რომ შევქმენით ეკონომიკური უსაფრთხოება, ასევე მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომელიც მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო