„ქართული ოცნება"  სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციას ხვდება

„ქართული ოცნება" სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციას ხვდება. შეხვედრა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კაბინეტში იმართება და მმართველი გუნდიდან მას მამუკა მდინარაძის გარდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ესწრება. რაც შეეხება ოპოზიციას, კონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფია წარმოდგენილი "სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, რომელმაც პროცესს უნდობლობა გამოუცხადა და ფარსად შეაფასა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ეს რიგით მეორე შეხვედრაა.

როგორც "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე შეაჯერეს პოზიცია, რომელსაც ვერსიის სახით მიაწოდებენ ოპონენტებს შეხვედრაზე, რათა შეძლონ ომბუდსმენის საკითხზე შეთანხმება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო