ნინო თანდილაშვილი - გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლით, ხელს შევუწყობთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ტექნიკური დათვალიერების სისტემის ეფექტიან აღსრულებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ახალი ინიციატივა, რომელიც გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლსა და მავნე ნივთიერებათა გადაჭარბების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების დაწესებას გულისხმობს, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.

მისივე თქმით, ცვლილებები 2023 წლიდან ამოქმედდება და გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკური პირი 100 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით ჯარიმდება. ამასთან, განმეორების შემთხვევაში სანქციები სამმაგდება.

„ცვლილებების მიზანია სატრანსპორტო სექტორიდან მაქსიმალურად შევამციროთ ჰაერის დაბინძურება. კანონპროექტი, რომელიც სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „ჩემი ქალაქი მკლავს“ ერთად მოამზადა და რომელსაც მთავრობამ მხარი დაუჭირა, 2023 წლიდან ამოქმედდება. კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლს, საწყის ეტაპზე, ქვეყნის დიდ ქალაქებში განახორციელებენ. დეპარტამენტის თანამშრომლებს უფლება ექნებათ, გზებზე პატრულირების დროს, თუკი, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუქი ფერის, ე.წ. ხილულ გამონაბოლქვს შეამჩნევენ, მისი შემადგენლობა გაზომონ, დაადგინონ, რამდენად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების გადაჭარბებაზე შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს: ფიზიკური პირის შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმები სამმაგდება.

სამწუხაროდ, ქალაქებში დღემდე მოძრაობენ ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები დადგენილ ნორმებს რამდენჯერმე აღემატება. ასეთი მანქანები, ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლები არიან. აღარაფერს ვამბობ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის აუცილებლობაზე. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში გავატაროთ კონკრეტული ზომები და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ტექნიკური დათვალიერების სისტემის პრაქტიკაში ეფექტიან აღსრულებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი