კონფერენცია - „გამოწვევები საქართველოსა და მსოფლიოში, მათი გადაწყვეტის მექანიზმები - მშვიდობა და მდგრადი განვითარება“ გაიმართა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით, კონფერენცია - „გამოწვევები საქართველოსა და მსოფლიოში, მათი გადაწყვეტის მექანიზმები - მშვიდობა და მდგრადი განვითარება“ გაიმართა.
კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო სტუმრების ჩართულობით, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
კონფერენციას უძღვებოდნენ: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის წარმომადგენელი სერგიუს გლოვაცკასი, უფროსი სპეციალისტი გოჩა ალექსანდრია, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და მასში ჩართულები არიან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები/წარმომადგენლები.
„ღონისძიებაზე პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა პააპა დანქუამ პასუხისმგებლიანი ბიზნესის განხორციელებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს უფროსმა სპეციალისტმა დასაქმების საკითხებში - კაძუტოში ჩატანიმ კი წარმოადგინა პრეზენტაცია: „კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“.
კონფერენცია პროფკავშირების გაერთიანების დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო ყრილობისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

























