ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენი პარტნიორები არ ერიდებიან იმის აღიარებას, რომ ზაფხულში საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიუნიჭებლობა შეცდომა იყო

ჩვენი პარტნიორები არ ერიდებიან იმის აღიარებას, რომ ზაფხულში საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიუნიჭებლობა შეცდომა იყო, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ბოლო სამი კვირაში ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, მათ შორის მადრიდში, ლისაბონში, ჰააგაში, ლუქსემბურგში, ბერლინში და ლიუბლიანაში განხორციელდა ვიზიტები, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. სამხარაძის ინფორმაციით, ყველა ვიზიტისას წარმოდგენილი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ კარგად დაინახეს, რას აკეთებს ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

“სხვა ვიზიტებშიც, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ, ზუსტად იმავე ენით საუბრობს “ქართული ოცნება“ და იმავე სულისკვეთებით სტუმრობს ევროპული ქვეყნების დედაქალაქებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ევროპაში ვიზიტისას ამბობენ, რომ საქართველოს სტატუსი არ უნდა მიეცეს. ყველა ქვეყანაში იყო ერთხმად გამოხატული მხარდაჭერა, რომ ერთი - საქართველო არის მომავალი გაფართოების ნაწილი და ეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს და კითხვის ნიშნები აღარ არის. მეორე - ყველა გვიდასტურებდა, რომ საქართველო დგას დღეს არსებულ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე წინ, ძალიან ბევრი მიმართულებით. შეხვედრები იმართებოდა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მთავრობასთან. შევხვდით რამდენიმე ვიცე-პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, კომიტეტების ხელმძღვანელებს. ბევრ შეხვედრაზე ძალიან ღიად ითქვა, რომ შეცდომა იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა ზაფხულში. ეს განცხადებები პროტოკოლურ შეხვედრებზე გაკეთდა და არა ვახშმებზე და ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პარტნიორები უკვე არ ერიდებიან იმის აღიარებას, რომ საქართველოსთვის ზაფხულში კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა შეცდომა იყო“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძემ განსაკუთრებით გერმანიის პოზიციას გაუსვა ხაზი, რომელიც მისივე თქმით, გაფართოების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

“გერმანიაში ძალიან ღიად ლაპარაკობენ ახალ ევროპაზე, რომელიც 36 წევრისგან შემდგარი იქნება და ამ 36 წევრში საქართველო მოიაზრება. ეს არის ძალიან სერიოზული ცვლილება გერმანიის საგარეო პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოზიციების გადახედვა საბოლოო ჯამში ევროკავშირის ახალ გაფართოების ტალღამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ