ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების" ფავორიტი კანდიდატი ვერ დავინახე - შევთანხმდით, რომ კონსულტაციების კარს არ ჩავკეტავდით

„ქართული ოცნების" ფავორიტი კანდიდატი მე ვერ დავინახე, მათ იციან ჩვენი მოსაზრება, ვინ არიან ჩვენი წარდგენილი კანდიდატები - პოზიციების გადახედვაზე საუბარი არ ყოფილა , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეთანხმდნენ, რომ ექნებათ კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართება.

“შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ყველას გვაწუხებს, რომ რეკომენდაცია უნდა შესრულდეს და რომ არ შესრულდეს, ეს იქნება ძალიან მძიმე კანდიდატის სტატუსისთვის, ასე რომ ამ ჭრილიდან ამოვდივართ ყველა. შევთანხმდით, რომ კიდევ გვექნება ერთი შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დაისვას წერტილი.

მათი ფავორიტი კანდიდატი მე ვერ დავინახე, მათ იციან ჩვენი მოსაზრება, ვინ არიან ჩვენი წარდგენილი კანდიდატები. მოგვიწია ბევრი კანდიდატის მიერ გასაუბრების დროს წარმოთქმული სხვადასხვა პოზიციის გადახედვა, შეხვედრის მთავარი შინაარსიც ხომ ეს არის, რომ ზედაპირულად არ მივუდგეთ არაფერს.

პარასკევს ალბათ, კიდევ შევხვდებით. თქვენ იცით, რომ დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ასეთი შეხვედრების წინ, მაგრამ ჩვენი პოზიცია იყო, რომ მე პირადად და ჩვენ ფრაქციას არ ჩაეკეტა კონსულტაციებისთვის კარი და მოგვესმინა ყველა მხარისთვის, "ქართული ოცნებისთვის", ოპოზიციისთვის. შევთანხმდით, რომ კონსულტაციების კარს არ ჩავკეტავდით. რაზეც ვისაუბრეთ კონსულტაციებზე, ამაზე საუბარი მექნება კოლეგებთან და ფრაქციაში", - განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება გადახედონ მათ თავიანთ პოზიციებს არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერილ კანდიდატებთან დაკავშირებით, დეკანოიძე აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არ ჰქონიათ.

"პოზიციების გადახედვაზე საუბარი არ ყოფილა, გავიარეთ შინაარსობრივად და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ევროკავშირის რეკომენდაცია სახალხო დამცველის არჩევაზე არის უმნიშვნელოვანესი და არ უნდა იყოს ხელის გადაგრეხა, საზოგადოებისთვის მთავარია ჰყავდეს დამოუკიდებელი ომბუდსმენი, რომელიც კონსენსუსით იქნება არჩეული, ეს არის ევროკავშირის რეკომენდაციაც", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ