ლევან იოსელიანი - ვაგრძელებთ მცდელობას, რომ სახალხო დამცველის საკითხზე შევთანხმდეთ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ყველაფერი შეთანხმების გარეშე დასრულდეს

დიდი წინსვლა ვერ დავინახე, ვერ დავინახე ორი პარტიის მხრიდან კომპრომისის შესაძლებლობა - ვაგრძელებთ მცდელობას, რომ შევთანხმდეთ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ყველაფერი შეთანხმების გარეშე დასრულდეს , - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით მმართველ გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, კომპრომისის სურვილი კონკრეტულ პარტიებს ჰქონდეთ, მაგრამ ეს "უნდა გადაითარგმნოს მოქმედებაში".

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ყველა კანდიდატს შეეხო, მაგრამ ისინი თანაბრად მისაღები არ ყოფილა ყველასთვის, განსაკუთრებით, კი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისთვის."

იოსელიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებზე "ქართული ოცნების" პოზიცია არ შეცვლილა.

"ყველას გვესმის, რომ ძირითადი მოლოდინი არის იმ პარტიებზე, ვინც წარმოადგინა სამი კანდიდატი როგორც ფავორიტი და მეორე მხრივ, "ქართულ ოცნებაზე", რომელმაც თქვა, რომ ამ სამ კანდიდატს არ განიხილავენ. ამ ორ პოზიციას შორის შეთანხმების სივრცე ისევ მათზეა დამოკიდებული. სხვა პარტიებს იმდენად გვაქვს ინტერესი, რამდენადაც გვინდა, რომ მართლა ავირჩიოთ დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, მაგრამ ამავე დროს გვესმის, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ჩართულობა აქ გადამწყვეტია, ამიტომ ამ პროცესს მათ გარეშე ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ. ყველა კანდიდატზე იყო დღეს საუბარი, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ეს კანდიდატები ყველასთვის და განსაკუთრებით "ქართული ოცნებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობისთვის" თანაბრად მისაღებია, ეს არ ყოფილა. პოზიციები რაც არის დაფიქსირებული "ქართული ოცნების" მხრიდან სამეულთან დაკავშირებით, არ შეცვლილა", - განაცხადა იოსელიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს