მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის არჩევაზე - ბუნდოვანი კონტურები შეიძლება იკვეთებოდეს

სახალხო დამცველის კანდიდატებზე ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიარეთ, ვის შეიძლება მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან და ვის ნაკლები, ზოგიერთ კანდიდატზე ოპოზიციის რიგებშიც განსხვავებული შეხედულებები აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დამოკიდებულება კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში ერთგვაროვანი არ არის.

"საკმაოდ რთული პროცესია, რადგან კანდიდატების საკმაოდ ფართო წრეა ასარჩევი, ამიტომ ამაზე დისკუსიის გაგრძელება მნიშვნელოვანი იქნება. კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, რადგან უფრო მეტი გავიგეთ ერთმანეთის პოზიციების შესახებ და ბუნდოვანი კონტურები შეიძლება იკვეთებოდეს, თუმცა ეს კონტურები იმდენად ბუნდოვანია, რომ კონტურებია თუ არა საერთოდ, ამის თქმა ძნელია. კონკრეტულად რაში გამოიხატება შესაძლო შეთანხმების ვერსიები, წინასწარ საუბრის შესაძლებლობა არ მაქვს - ვინ გამოირიცხა, ვინ არა, გამიჭირდება საჯაროდ ვისაუბრო.

რაც შეეხება ოპოზიციის ტონს, შემიძლია ვთქვა, რომ ვისურვებდი კონსულტაციების პროცესში დამოკიდებულებები უფრო კონსტრუქციული ყოფილიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, კონსტრუქციულობის გარკვეული ნიშნები არის, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ შეთანხმების მიღწევას მეტი პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს.

მოლაპარაკების დროს ჩვენც მოვისმინეთ შემოთავაზებები და მოსაზრებები ცალკეულ კანდიდატებზე, მივყევით კანდიდატებს და ვიცით, ვის რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს, სხვათა შორის მრავალფეროვანია დამოკიდებულება, არ არის ერთგვარი და პერსონალურ დონეზეც კი შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები”,- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო