USAID და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს საქართველოს კვალიფიციური ICT კადრების მომზადებაში

USAID და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს საქართველოს კვალიფიციური ICT კადრების მომზადებაში. ამის შესახებ ინფორმაციას USAID ავრცელებს.

მათივე ცნობით, USAID და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივად შეუწყობენ ხელს ქალებს მიიღონ კვალიფიკაცია საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ექვსი რეგიონიდან 1 500 ქალი ჩაირიცხება გადამზადების პროგრამებში, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ICT კომპანიების მოთხოვნებს. პარტნიორობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს შეუწყობს ICT სექტორში ქალთა კარიერული პერსპექტივების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. შედეგად ქალები უფრო კონკურენტუნარიანები გახდებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ICT ბაზრებზე.

ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, პარტნიორობის ფარგლებში ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში შეიქმნება რვა ცენტი. ცენტრები გაიხსნება თელავში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ტყიბულში და ამბროლაურში. USAID-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორობა 12 ბიზნესთან ხელს შეუწყობს კურსდამთარებულთა დასაქმების პროცესს. სასწავლო პროგრამებში შედის აპლიკაციის კოდირება, მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ციფრული მარკეტინგი. ეს უნარები განსაკუთრებით მოთხოვნადია საქართველოს მზარდი ICT სექტორისთვის.

ახალი პარტნიორობის ოფიციალურად გამოცხადებას ესწრებოდნენ USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე.

„ინვესტიციებს საქართველოს მომავალ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის კეთილდღეობაში ვდებთ. ნიჭიერი, შემოქმედებითი და მაღალკვალიფიციური ICT კადრები საქართველოს ბიზნესის შემოსავლების ზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა USAID-ის დირექტორმა ჯონ პენელმა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობის გზით USAID დაუკავშირდა სასწავლო- სამეცნიერო ორგანიზაციას, რომელიც ცნობილია ინოვაციურობით, კერძო სექტორის და ბიზნეს ტექნოლოგიებთან ინტეგრირებით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

ტექნოლოგიების სექტორში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, 2019 წელს UN Women-თან თანამშრომლობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა განახორციელა ინოვაციური პროექტი - „500 ქალი ტექნოლოგიებში “. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კიდევ ერთი მასშტაბური გადამზადების პროექტი, ამჟამად 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ინდუსტრიულ პარტნიორს აერთიანებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი