საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მოსახლეობის უზარმაზარ მხარდაჭერა უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, რომ დადგნენ ერთად, გადალახონ განსხვავებები და ანტიპათიები და იმუშაონ ჭეშმარიტად ეროვნული მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ქვეყნის მოსახლეობაში უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს.
„სიგნალები, რომელიც პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან მოდის, ძალიან სხვადასხვაგვარია. ვეცდები, დავიწყო პოზიტიურით. როგორც ასოცირებული ქვეყანა, საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობით და მჯერა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია კვლავ იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად და მისი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ქართველების ამბიციები არ მთავრდება მხოლოდ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელშეკრულებებით, საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ქვეყნის მოსახლეობაში უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ეს უზარმაზარ მხარდაჭერა უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, რომ დადგნენ ერთად, გადალახონ განსხვავებები და ანტიპათიები და იმუშაონ ჭეშმარიტად ეროვნული მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა მიქსერმა.
მან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12 პრიორიტეტის შესრულებაზეც ისაუბრა.
„ზოგიერთ სფეროში გასული წლების განმავლობაში შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა. მაგალითად, როცა საქმე ეხება ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, საქართველო აგრძელებს იყოს ლიდერი აღმოსავლეთ სამეზობლოს ასპირანტ ქვეყნებს შორის. თუმცა როცა საქმე ეხება საქართველოს დემოკრატიული სტრუქტურის დემონსტრირებას ვიწროპარტიული მოსაზრებები და პირადი ანტაგონიზმი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ეროვნული სტრატეგიული მიზნები. ასეთი ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა საზიანოა არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი და ევროპარლამენტი აგრძელებენ მზადყოფნას, ურჩიონ საქართველოს მთავრობას როგორ მიაღწიონ წარმატებას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღწევ წინაპირობად დადგენილი 12 პრიორიტეტი განხილულ უნდა იქნას, როგორც დახმარების ხელი და საქართველოს ხელისუფლება უნდა ეცადოს ის საუკეთესოდ გამოიყენოს. გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები რეკომენდაციების ნაწილის მოსაგვარებლად, თუმცა რეკომენდაციები, რომლებიც პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ ილუზიური ჩანს;
პოლიტიკის მიმართულებით, სადაც პროგრესია საჭირო, მოიცავს სასამართლო რეფორმის შემდგომ ფაზას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მედია თავისუფლების უზრუნველყოფას, ე.წ. ოლიგარქების გადაჭარბებული ინტერესების აღმოფხვრა, ასევე უმცირესობების უფლებების დაცვა. არცერთი მათგანის მოგვარება არ შეიძლება მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. კომპლექსური რეფორმების სისტემური განხორციელება შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია პროცესში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.